არც ძირითადში თამაში მინდა და არც ისე თამაში, უბრალოდ ხელფასი მიხადეთ - ბეილმა ყველაზე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, გარეთ ბეილის ირგვლივ არსებული სიტუაცია კვლავ ბუნდოვანია.

The Times-ის ინფორმაციით, 31 წლის უელსელი დარწმუნებულია, რომ "რეალში" სანამ ზიდანია მთავარი მწვრთნელი, ის ნამდვილად აღარ ითამაშებს. ამასთან ერთად, გარეთი არ აპირებს სხვა გუნდის ძებნას, ვინაიდან ასეთ ხელფასს, როგორც მადრიდში იღებს, სხვა კლუბი ვერ გადაუხდის.

გუშინ, 5 აგვისტოს "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა და როგორც მიხვდით, ბეილი იქ არ ყოფილა. არადა, უელსელს არც ტრავმა აქვს და გუნდთანაც ჩვეულებრივად ვარჯიშობს.

მიმდინარე სეზონში ბეილმა "რეალის" შემადგენლობაში 16 მატჩი
გამართა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
გარეთ ბეილ, მიდი მიაწექი ბაბუ პერეს, ფულების მეტი რა აქვს?
5
ადრე ცხენის ასოციაციას მიქმნიდა,ახლა კი ვირის კატეგორიაში გადავიდა,გაღლეტილი ვირის.რეალის ხელმძღვანელობას კი თავისი ჭკვისა მოუვიდათ.ხალხს იმიტომ ყიდულობენ,რომ სხვა არ გაძლიერდეს.ახია მაგათზე.სხვებსაც მასე უნდა დაემართოთ.აი არსენალი კი მეცოდება.იოზილი გუნდის სული და გული იყო და უცბად,ნამუსზე ხელი აიღო.ყოველ შემთხვევაში მისი ასეთი საქციელის მიზეზი,ჩემთვის უცნობია
სოსო
11:34 06-08-2020
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული