დემბელეს ექიმებმა თამაშის ნებართვა მისცეს, ბოლოს მან ნოემბერში ითამაშა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი უსმან დემბელე ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ 1/4-ფინალში მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ განაცხადში იქნება.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, სამედიცინო შტაბმა 23 წლის ფეხბურთელს მატჩში თამაშის უფლება მისცა. ბოლოს დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დორტმუნდის "ბორუსიასთან" თამაშში ტრავმა მიიღო. მოგვიანებით, თებერვალში, ფორვარდმა კიდევ ერთი დაზიანება მიიღო და რამდენიმე თვით დაემშვიდობა ფეხბურთს.

"ბარსასა" და "ბაიერნს" შორის მატჩი დღეს, 14 აგვისტოს, ლისაბონში, "და ლუშის" სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
დემბო!იმედია კიდევ მორიგ ტრამვას არ მიიღებ, თორემ უკვე ერთი ნაბიჯიღა გიკლია გინესის რეკორდის მოხსნამდე.
Temo
11:13 14-08-2020
0

სიახლეები პოპულარული