სუნესი: მესის თითქოს მობეზრდა "ბარსას" თრევა, შეთავაზებისთვის სათანადო დროა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი გრემ სუნესი "ბარსელონას" თავდამსხმელზე, ლიონელ მესიზე საუბრობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში "ბაიერნთან" 8:2 განადგურების შემდეგ უკმაყოფილოა.

"ბაიერნთან" მატჩში ლიონელი ისეთ ფეხბურთელს ჰგავდა, რომელსაც თავისი გუნდის მუდმივი თრევა მობეზრდა. მის გარეშე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ გავიდოდა. ეს კვირა იდეალურია, რომ მესის საინტერესო წინადადება შესთავაზონ. ადვილად წარმომიდგენია ის რომელიმე "მანჩესტერის" შემადგენლობაში." - წერს სუნესი The Time-ის საკუთარ სვეტში.

ადრე იწერებოდა, რომ "მანჩესტერ სიტი" მზადაა ნებისმიერ პირობებს დათანხმდეს, რათა მესი გუნდში მოიყვანოს. კლუბის ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ
მესისა და "ბარსას" ყოფილი და "სიტის" ამჟამინდელი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას შეერთება გუნდის თამაშზე დადებითად აისახება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მესი კარგი ფეხბურთელია,მაგრამ ფაქტია რომ ამ მიღწევებში მას გვარდიოლამ, ჩავი-ინიესტას დუეტმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა,პუიოლმა დაეხმარეს.გავიხსენოთ როცა 2015 მოიგეს ჩ.ლ. მაშინ რა ნეიმარმა არ ათრია ბარსა? ტიპმა რომასთან,ლივერპულთან და ბაიერნთან სამარცხვინოდ გამოვარდა და ამას ეძახით ყველა დროის საუკეთესოს?სანახაობრივი თამაში თუ გინდა მე რონალდინიოზე და ახალგაზრდა კრიშტიანუზე სანახაობრივი ფეხბურთი არავის უჩვენებია.ზიდანმა მსოფლიო,ევროპა,ჩ.ლ.და რა არ მოიგო,თან ვინებს მოუგო არ დაგვავიწყდეს.პელეზე და მარადონაზე ხომ საუბარი ზედმეტია.8:2ს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ წააგებს,თანაც მას ამ ორიდან არც ერთი არ გაუტანია.ტექნიკური კიდევ არის და ცოტა დრიბლინგიც იცის,მაგრამ დღეს ეს ფეხბურთელი ვეღარ თამაშობს დიდ ფეხბურთს,ანუ არ და ვერ ათრევს ბარსელონას.მესის ახლა სჭირდება რონალდუ,რომ რამე მოიგოს.ტიპმა ლიონთან რა ითამაშა მაგრამ ყანა მწვრთნელი რომაა სარი და გუნდის დაცვა 0 მაგით წააგეს.მესიმ კი ვერაფერი ვერ გააკეთა ბაიერნთან.ნაკრებში კი მიღწევა აქვს 0.ეს არის თქვენი ყველა დროის საუკეთესო ნესვი?არ დაბლოკოთ
კარგით რა
21:00 17-08-2020
7
მესისტები ან ავადმყოფები ხართ ან უნამუსოები.ორი დღეა რაც თქვენი ბარსა მესისთან ერთად გააბახეს,გადაუარეს,იხმარეს ჩვარივით და მოისროლეს ნაგვის ყუთში და კიდევ ხმას როგორ იღებთ.რონალდუსთვის გცალიათ თქვე საცოდავებო.
8-2 საუკუნის სირცხვილი
17:51 17-08-2020
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული