სამუელ ეტო'ო: თუ მესი წავა, "ბარსელონას" სახელის გადარქმევა მოუწევს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტო'ომ კატალონიური გუნდიდან მისი კაპიტნის, ლეო მესის შესაძლო წასვლაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"მესი შვილივით მიყვარს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. "მარსელონა" - ეს მესია და ვფიქრობ, თუ წასვლას გადაწყვეტს, კატალონიელებს კლუბის სახელწოდების გამოცვლა მოუწევთ. "ბარსას" გაუმართლა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს. მის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ", - ციტირებს ეტო'ოს AS-ი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი გუნდის დატოვებას აპირებს, თუმცა შემდეგ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
სულ, რომ 1000ი-0-ით წააგოს ბარსამ, ბარსა სულ გვეყვარება და მისი ლიდერი ლეო მესი!!!!! მესისგან იმდენი ულამაზესი თამაშები გვახსოვს, რომ ამ ერთი წაგებით სულ არ ფარავს იმ სანახაობებეს რამდენიც ამ უდიდესი ფეხბურთელისგან გვახსოვს. ასევე არ გვინდა დატოვონ გუნდი ძირითადმა ბირთვმა სუარესმა, ალბამ , პიკემ და ბუსკესმაც. უბრალოდ გუნდში მაგარი ფსიქოლოგიური ტრენინგია ჩასატარებელი, ამდენი ბარსასთვის შეუფერებელი მწვრთნელების მოყვანამ მაგარი დაღი დაასვა გუნდს და ფეხბურთელებს.
ბარსა
11:27 18-08-2020
2
ბარსელონას ყოველთვის ყავდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი განსხვავებით რეალისაგან.
ddgfdf
21:55 17-08-2020
19

სიახლეები პოპულარული