დავიდ სილვა "სოსიედადში" გადავიდა

AutoSharing Option
34 წლის ნახევარმცველი დავიდ სილვა "სოსიედადში" გადავიდა, - იტყობინება სან-სებასტიანური კლუბი თავისი საიტით.

"სისიედადმა" დავიდ სილვას ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა და ახალ გუნდს უახლოეს ხანში შეუერთდება.

გასულ სეზონში მან პრემიერლიგის 27 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და "მანჩესტერ სიტი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

დავიდ სილვამ "ქალაქელებში" 10 წელიწადში 309 მატჩში 60 გოლი გაიტანა, ესპანეთის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 125 შეხვედრაში 37 გოლია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხბურთის მაგარი ქომაგი ვარ! საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ნამეტანი არ უნდა შეაკლა თავი არც გუნდს და არც შენს ფანებს, რომლებიც მარტო მოგებას, რომ ითხოვენ ფებურთელისგან და ავიწყდებათ, რომ ფეხბურთელი რობოტი არ არის და შეიძლეა ერხელაც ისე გადაიწვეს, რომ სირბილის თავიც არ ქონდეს. რატომ ვწერ ასე, ავიღოთ ბარსაში მდგომარეობა, ფაქტიურად მესი შეუსვენებლით და შეუცვლელად თამაშობდა და უკვე გადაწვის მიჯნაზე იყო მისული, მაგრამ შეუძლებელს მაინც აკეთებდა, სამაგიეროდ ფანებისგან რა მიიღო შეურაცყოფა. (ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ვითომ ფანებს, არ ვეკუთვნი) არასოდეს მომიბრუნდება ლეო მესიზე ერთი გადაკრული სიტყვაც კი. პირიქით დიდი მადლობა დიდებულ სპექტაკლების შემსწრე, რომ ვიყავით ბევრჯერ! ასევე დიდებულ და მაგარ ფეხბურთელებზეც მინდა ერთი ორი სიტყვა ვთქვა: ლუი სუარესი, ბუსკეცი, ალბა, პიკე, რაკიტიჩი ასეთ მიდგომას იმსახურებენ? იგივე რეალის ლეგენდებიც რაული კასილიასი. ამიტომ კიდევ ვუსმევ ხაზსს ითამაშეთ ფეხბურთი, მაგრამ არ შეაკლათ თავი, საბოლოოდ მაინც არავინ დაგიფასებენ. აი ასეთი სასტიკი ყოფილა ფებურთი!
ერთი ჩვეულებრივი ფანი.
19 აგვისტო 2020 13:36
0
მიყვარს ესეთი ფეხბურთელები, კარიერის დასასრულისკენ სამშობლოში რომ ბრუნდებიან (ან თუნდაც სხვა ქვეყანაში და საშუალო დონის კლუბში და ამბიციას ინარჩუნებენ) და არა ჩინეთში ან მლს-ში ფულის საშოვნელად.
მაგიტომაც ვაფასებ რიბერის, დანიელს ალვეშს, კაზორლას და მათ მსგავს ფეხბურთელებს
superman
18 აგვისტო 2020 13:49
0
არ იმსხურებდა ბოლო მატჩით ასე გაეცილებინათ. ვწუხვარ, უმაღლესი დონის ფეხბურთელია...
Haaland
18 აგვისტო 2020 11:58
0
წარმატებას ვუსურვებ სოსიედადსაც და დავიდ სილვასაც.დარწმუნებული ვარ,ერთი წელი მაინც,საგრძნობლად გააძლიერებს გუნდს.მერე კი ვნახოთ,ფიზიკურად როგორ გაქაჩავს.ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი და მინდა დიდხანს ითამაშოს.
სოსო
18 აგვისტო 2020 09:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული