34 წლის ნახევარმცველი დავიდ სილვა "სოსიედადში" გადავიდა, - იტყობინება სან-სებასტიანური კლუბი თავისი საიტით.
"სისიედადმა" დავიდ სილვას ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა და ახალ გუნდს უახლოეს ხანში შეუერთდება.
გასულ სეზონში მან პრემიერლიგის 27 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და "მანჩესტერ სიტი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
დავიდ სილვამ "ქალაქელებში" 10 წელიწადში 309 მატჩში 60 გოლი გაიტანა, ესპანეთის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 125 შეხვედრაში 37 გოლია.
მაგიტომაც ვაფასებ რიბერის, დანიელს ალვეშს, კაზორლას და მათ მსგავს ფეხბურთელებს