"ბარსამ" სუარესს ღია კარისკენ მიუთითა - იტალიურმა გრანდმა კი თავისთან მიიწვია...

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა - "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ "ლუისიტოს" წასვლისკენ უკვე მიუთითა.

ამის პარალელურად, იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 33 წლის ურუგვაელის საკუთარ გუნდში ხილვა ტურინის "იუვენტუსს" სურს. "ბებერი ქალბატონის" მმართველები მზად არიან სუარესს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და ხელფასის სახით 3 მილიონი ევროც გადაუხადონ.

აღსანიშნავია, რომ ეს შეთავაზება ამსტერდამის "აიაქსის" წინადადებას ფინანსურად სჯობს, თუმცა იქნებ არამხოლოდ ფინანსურად... "იუვეში" გადასვლით სუარესი იმ იშვიათ ფეხბურთელთა რიცხვს შეუერთდება, რომლებსაც საკლუბო დონეზე მესისა და რონალდოსთან ერთად აქვთ ნათამაშები. ასეთი სპორტსმენი კი
მხოლოდ ორია: ჟერარდ პიკე და ჰენრიკ ლარსონი.

სუარესი "ბარსელონას" რიგებში 2014 წლიდან გამოდის. საერთო ჯამში, ურუგვაელმა "ბლაუგრანას" რიგებში 195 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირია.

მომზადებულია TuttoMercato-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 22 /
სუარესის გაშვება თუ კუმანის გადაწყვეტილებაა ეს იმას ნიშნავს რომ აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლას აპირებს და დიდი ალბათობით იმდენად გაახალგაზრდავებს შემადგენლობას, რომ ძველი ბარსადან არაფერი დარჩება დაეს იქნება აბსოლუტურად ახალი გუნდი. თუ ბართოლომეუს მორიგი სისულელეა, მაშინ კუმანს თავიდანვე აყენებს დაქვემდებარებულის საფეხურზე რაც შემდგომში კონფლიქტის საფუძველია.
არტ
00:32 21-08-2020
0
როდესაც გუნდს დააშანტაჟებ და ხელფასს 50 მილიონს დააწერ ამას ზოგიერთი გონებაჩლუნგისთვის ერთგულება და სიყვარული ქვია თურმე. დედაც მიყვარს მამაც მიყვარს მესი ყველას მირჩევნია.ქალის სიყვარული გამიგია მაგრამ ვიღაც გადამთიელი შეუხედავი კაცი ასე გიყვარდეთ მხოლოდ სუსტი ფსიხიკის ადამიანებს შეგიძლიათ.სიბერემდე სიყვარულს გისურვებთ.
ექიმობა უკვე გვიანია.
22:39 20-08-2020
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული