მესის ძმის ნაცვლად ფატის აგენტი ჟორჟე მენდეში იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველ ანსუ ფატის აგენტი ლეო მესის ძმის, როდრიგოს ნაცვლად ჟორჟე მენდეში იქნება, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

პორტუგალიელი ჟორჟე მენდეში მრავალი ცნობილი ფეხბურთელის და მათ შორის, რონალდოს აგენტია.

ფატიმ გასულ სეზონში ლა ლიგის 24 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ბარსასთან" კი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ განაცხადა, რომ ფატის ტრანსფერზე რამდენიმე კლუბმა მიმართა, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული