კატალონიის "ბარსელონა" და ანსუმანნე ფატი ახლოს არიან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან. შეთანხმების შემთხვევაში კლუბი მას 2024 წლამდე დაიტოვებს.
ნიკოლა სკირას ცნობით, 17 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და მხარეებს არანაირი წინაღობა არ აკავებთ. აღსანიშნავია, რომ კატალონიელები ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას 400 მილიონამდე ასწევენ.
მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდეა გათვლილი.