"ბარსელონამ" თავის საიტზე გამოაცხადა, რომ "ლას პალმასის" 17 წლის ნახევარმცველი პედრო გონსალეს პედრი დაიმატა.
"ბარსამ" პედრი გასული წლის სექტემბერში 5 მილიონ ევროდ შეიძინა და იჯარის წესით მისსავე გუნდში დატოვა.
კატალონიურმა კლუბმა პედრის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა და პრეზენტაციაც მოუწყო. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე მან 37 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების და მათ შორის, პედრის იმედი აქვს და ახალი გუნდი უნდა შექმნან.