RAC1: მესიმ კუმანს უთხრა, რომ "ბარსელონას" დატოვების სურვილი აქვს

AutoSharing Option
თავდამსხმელ ლეო მესის მომავალი "ბარსელონაში" ისევ გაურკვეველია

33 წლის არგენტინელი გუნდის ახალ მწვრთნელ რონალდ კუმანს შეხვდა და თავის მომავალზე ესაუბრა.

კუმანი თავის პროექტზე ელაპარაკა. RAC1-ის ცნობით, მესიმ უთხრა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს, დატოვებს თუ არა "ბარსას".

ლეომ კუმანს განუცხადა, რომ "ბაიერნთან" 2:8 წაგების შემდეგ გუნდში შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა და ისიც იცის, რა სირთულეები ელის გუნდის გამოცვლის შემთხვევაში, რამეთუ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"ბარსელონამ" მესისა და კუმანის შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია არ გაავრცელა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ზოგიერთების კომენტარებს, რომ ვკითხულობ აშკარად მაგრად არიან აცდენილები ფეხბურთთან. მესიზე ადამიანი, რომ იტყვის თამაში არ იცისო, ესეთებს საერთოდ არ უნდა აყურებინო ფეხბურთი. ყველა ფეხბურთელს ვერ შეიყვარებ და ვერ მოიწონებ ეს შენი ნებაა, მაგრამ ხომ შეიძლება თავი მაინც შეიკავო შეურაცყოფისგან? მეც არ მიყვარს რონალდო და ნეიმარი , მაგრამ რომ ვთქვა არც ერთმა ფეხბურთის თამაში არ იციან თქო და მაგრად ვლანძხო ორივე, დამიჯერებს ვინმე? ამით ჩემს უცოდინარობას დავამტკიცებ, რო ფეხბურთის არაფერი გამეგება და მართლებიც იქნებიან. მესი, რონალდო და ნეიმარი არიან უმაგრესი ფხბურთელები, ამას ვამტკიცებ ბარსას ფანი, მაგრამ მე როგორც ბარსას ფანი ყველას მესი მირჩევნია. ამიტომ სხვა ფეხბურთელის შეფასებაში ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ მოგწონს თუ არ მოგწონს, მთავარია ლანძღვა და გინება გადავოთ გვერდზე.
ბარსა-მესი
11:18 21-08-2020
0
ძაან კარგად ვუგებ ლეოს,ჯერ ერთი ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი დარტყმა მიიღო მესი, რომ იყოს საშუალო დონის კიდევ გადაიტანდა , მაგრამ ამხელა დონის სუპერვარსკვლავია და ესეთი შედეგი? ამას დრო ჭირდება, რომ გადახარშოს. რამდენი ხანი ითხოვდა ლეო, რომ რადიკალური ცვლილებებია საჭირო და ნეიმარის მოყვანაც უნდოდა, მაგრამ ბართომეუს გააგებინებ რამეს? ხოდა ამ შედეგის შემყურე გული აცრუებული ექნება აბა რა იქნება, თან ლეოს ხასიათიც ვიცით როგორ გულთან მიაქვს ყველაფერი.ეხლა ამას ემატება ისიც, რომ დაეტაკნენ ლუი სუარეს და უშვებენ ამაში მაგარ შეცდომას უშვებენ. თან ლეო და სუა ძმაკაცები არიან. ძალიან მწყდება გული ასეთი შესანიშნავი გუდი ამ დონემდე, რომ მიიყვანეს. მე რომ ლეოს ადგილას ვიყო საერთოდ დავანებებდი თავს ფეხბურთს (ამას, რომ ვიძახი ჩემთვის კატასტროფის ტოლფასია იმიტომ, რომ ლეომ შემაყვარა ფეხბურთი) იმიტომ, რომ არავინ ვართ მისი ღირსი! მშვენიერი ოჯახი ყავს ანგელოზებივით სამი ვაჟკაცი, ფანების სიყვარული არ აკლია, ბოლობო ლეგენდაა. და ამიტომ მიაფურთხოს ყველას და ყველაფერს და მიხედოს თავის ოჯახს. (სათქმელად ადვილია არა?) უბრალოდ ძალიან განვიცდი ბარსას და მესის მდგომარეობას.
ვახო
10:47 21-08-2020
1

სიახლეები პოპულარული