"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გუნდის ვარსკვლავ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ "ბარსა" - ეს მესია.
"ის იმედგაცრუებულია, რაც ლოგიკურად მეჩვენება. მეც მსგავს ხასიათზე ვიქნებოდი, "ბაიერნთან" 2:8 რომ წამეგო. ამის შემდეგ გაცინებული სიარული არასწორი იქნებოდა...
მესი გამარჯვებულია. მას გამარჯვების მოპოვება ყველაფრის ფასად სურს და თუ ვერ იგებს, ბრაზდება. ამის შესახებ ყველამ იცის, ვისაც კი ლეოსთან უმუშავია. ხოსეპ გვარდიოლას დავურეკე და მითხრა, რომ მესისთან მუშაობა ბრწყინვალე საქმეა. მოუთმენლად ველოდები, როდ
ის მომეცემა ამის საშუალება.
მომიწევს მესიში ის ვიპოვო, რაც საუკეთესოა. ის აქ ბედნიერია და საკუთარ თავს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ლეომ კარიერა "ბარსელონაში" უნდა დაასრულოს. "ბარსელონა" ნიშნავს კიდეც მესის" - განაცხადა კუმანმა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით