Marca-ს ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში კატალონიური "ბარსელონას" მთავარი მიზანი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩისა და ფორვარდი ლუის სუარესის გაყიდვაა.
"ბაიერნთან" განცდილი მარცხისა (2:8) და გუნდის მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანის დანიშვნის შემდეგ "ბარსელონაში" შემადგენლობის გადახალისებას აპირებენ.
ესპანური წყაროების მიხედვით, 32 წლის ხორვატი ნახევარმცველი "სევილიაში" დაბრუნდება, კლუბში, რომელშიც "ბარსელონაში" გადმოსვლამდე თამაშობდა.
სხვათა შორის, რაკიტიჩმა "სევილიას" მიერ ევროპა ლიგის მოგება აუზში ჩახტომით აღნიშნა, რაც კატალონიელებს არ მოეწონათ.
რაც შეეხება სუარესს, ურუგვაელიზე პრეტენზიას ასევე ყოფილი კლუბი - ამსტერდამის "აიაქსი" აცხადებს, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს
გადახდას გეგმავს.
თუმცა, ნიდერლანდული გუნდის გარდა სუარესის საკუთარ რიგებში ხილვა ტურინის "იუვენტუსსაც" სურს.