კუმანს "ბარსელონაში" "ალკმაარის" თავდამსხმელის გადაყვანა უნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელ რონალდ კუმანს თავის გუნდში უნდა გადაიყვანოს "ალკმაარის" თავდამსხმელი კელვინ სტენგსი, - იტყობინება Sky Sports-ი.

21 წლის სტენგსის დებიუტი ნიდერლანდების ნაკრებში 2019 წლის ნოემბერში შედგა, როდესაც ეროვნულ გუნდს კუმანი ხელმძღვანელობდა.

ის "ალკმაარის" აღზრდილია, გასულ სეზონში ნიდერლანდების ჩემპიონატის 25 მატჩში (24 ძირითად შემადგენლობაში) 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბარემღა ბარსას სახელიც გაყიდეთ და დაარქვით აიაქსი.
3
ხო, დაიწყო ეხლა გულიანკა, ბარსელონა მეტს გადაიხდის, ფული ჰოლანდიაში გაფრინდება და ჩვენ მივიღებთ 25 ნიჩიას.
ddgfdf
22:27 23-08-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული