"ბარსელონამ" ჟორდი ალბას შემცვლელს საფრანგეთში მიაგნო

AutoSharing Option
ისეთი ტემპით გეგმავს "ბარსელონას" მწვრთნელი რონალდ კუმანი გუნდის გადახალისებას, რომ მალე ძველი შემადგენლობიდან აღარავინ დარჩება.

"ეკიპის" ცნობით, დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად "ბარსა" "ანჟეს" 19 წლის ფეხბურთელის, რაიან აიტ-ნურის დამატებას აპირებს, რომელმაც ჟორდი ალბას უნდა გაუწიოს კონკურენცია.

გამოცემის მტკიცებით, კატალონიური კლუბი აიტ-ნურით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როდესაც სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი იყო და მისი შეძენის სურვილი აგრეთვე "რეალს", "ატლეტიკოსა" და "კრისტალ პალასს" აქვთ.

გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 17 მატჩში მან 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბოლოს კი იანვარში "ნიცასთან" (1:1) ითამაშა, როდესაც
ყბის ორმაგი მოტეხილობა მიიღო.

აიტ-ნურის "ანჟესთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული