33 წლის თავდამსხმელ ლუის სუარესს "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა როგორც კი უთხრა, რომ ახალი გუნდი უნდა მოძებნოს, საქმეს შეუდგა.
სუარესს ევროპაში დარჩენა სურს, თუმცა, თუ კარგი წინადადებით მიმართავენ, კარიერის აშშ-ში გაგრძელების წინააღმდეგი სულაც არაა. "ინდეპენდენტი" იტყობინება, რომ ის მოლაპარაკებას მაიამის "ინტერთან" აწარმოებს, რომლის თანამფლობელი დევიდ ბექჰემია.
ურუგვაელის დაბრუნება "აიაქსს" უნდოდა, მაგრამ ამსტერდამული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა განაცხადა, რომ ამის ალბათობა მინიმალურია. მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ლუისის ფინანსურ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ.
ცნობისათვის, "ბარსაში" სუარესის წლიური გასამრჯელო დაახლოებით 25 მილიონი ევროა.