
"ატლეტიკო" "ბარსელონას" თავდამსხმელ ლუის სუარესის სიტუაციას აკვირდება.
თუ "ბარსა" სუარესს კონტრაქტს გაუწყვეტს, "ატლეტიკო" მის გადაბირებას შეეცდება, - იტყობინება AS-ი.
სუარესის სამსახურით "ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონეა დაინტერესებული, მაგრამ მადრიდულ კლუბს მისი შესაძენი ფული არა აქვს.
"ბარსელონა" მზადაა ურუგვაელ ფორვარდს ხელშეკრულება გაუწყვიტოს, მაგრამ თავად ფეხბურთელი კომპენსაციის სახით 25 მილიონ ევროს ითხოვს.