"ბარსელონამ" მესი დასაჯა

AutoSharing Option
ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, თუ რა სახის სადისციპლინო ზომები მიიღო "ბარსელონამ" 33 წლის კაპიტან ლიონელ მესის წინააღმდეგ, რომელიც წინასასეზონო შეკრებას არ შეუერთდა.

ლეომ "ბარსას" საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გასულ კვირაში აცნობა და არც კორონავირუსის (პსრ) ტესტის ჩატარებას დათანხმდა.

კატალონიურ გრანდში საპასუხო ნაბიჯი გადადგეს და გადაწყვიტეს, რომ არგენტინელს გაცდენილი დღეების ხელფასი ჩამოაჭრან. შეგახსენებთ, მესი ყოველდღიურად ხელფასის სახით 110 000 ევროს იღებს.


altლა ლიგა: ვიდრე კლაუსულას არ გადაიხდიან, მესი "ბარსელონას" ვერ დატოვებს

altMirror: "ბარსელონა" მესის გაყიდვას დათანხმდა

მკითხველის კომენტარები / 33 /
მეც მიმაჩნია რომ მესი პლანეტის ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იყო (შეიძლება მომავალშიც იყოს!), მაგრამ დღეში 110 000 ევრო რა ამბავია, რა უბედურებაა ეს?! ამერიკის პრეზიდენტის (ობამა, ტრამპი ხელფასს არ იღებს) ხელფასი 400000 დოლარი იყო წელიწადში. გერმანიის კანცლერ მერკელს 234 000 დოლარი აქვს... ამას კი დღეში 110 000 ევრო ანუ 131 000 დოლარი. ე.ი. მისი 2 დღის ხელფასი აღემატება გერმანიის კანცლერის წლიურ ხელფასს!
მეცნიერებაში ყველაზე მაღალკვალიფიციური რანგირებული პროფესორების წლიური ხელფასი ქვეყნების მიხედვით:
1. ავსტრალია 152000 დოლარი
2. აშშ 131000
3. კანადა 115000
4. ინგლისი 100000
5. საფრანგეთი 87000
6. გერმანია 85000
7. იტალია 65000
8. ინდოეთი 15000
ასეთი არათანაზომიერება როგორ შეიძლება?! ეს რა იდიოტობაა??!!
aburjga
14:11 31-08-2020
4
ყველაფერი მოახლოებული არჩევნების ბრალია, ნაციონალებმა აურიეს თავგზა მესის და მაგიტომ გადადის სხვა კლუბსი, ნაციონალებს ამით უნდათ რომ ხალხი გაანაწყენონ და ოცნებამ ხმები დაკარგოს.
გიო
17:59 31-08-2020
8

სიახლეები პოპულარული