თავდამსხმელ ლეო მესის მამის, ხორხე მესისა და კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".
ბარტომეუ ლეოს გუნდში დარჩენას და კონტრაქტის 2 წლით გაგრძელებას, ხორხე მესი კი თავისი შვილის გაშვებას ითხოვდა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ბარტომეუმ მესის გაშვების სანაცვლოდ კლაუსულათი გათვალისწინებული 700 მილიონი ევრო მოითხოვა.
შეხვედრას, რომელიც საათ-ნახევარი გაგრძელდა, აგრეთვე მესის ძმა როდრიგო, კლუბის მენეჯერი ხავიერ ბორდასი და მესის იურისტი ხორხე პეკური ესწრებოდნენ.
მხარეები საკითხის გადასაჭრელად კონსულტაციებს გააგრძელებენ, მესი კი თავს "ბარსას" წევრად აღარ თვლის და საწვრთნელ
პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.