ბეილი: "რეალი" ჩემს სიტუაციას ძალიან ართულებს

AutoSharing Option
თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა განაცხადა, რომ "რეალის" დატოვებას არ გამორიცხავს.

"თუ პრემიერლიგის რომელიმე გუნდის ვარიანტი გამომიჩნდა, აუცილებლად განვიხილავ. ამ და მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას ბევრი დრო მექნება. დრო გვაჩვენებს, ყველაფერი "რეალის" ხელთაა.

გასულ წელს წასვლას ვცდილობდი, მაგრამ მათ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩამიშალეს. ახალმა პროექტმა ამაღელვა, მაგრამ მისი რეალიზაცია არ მოხდა. კიდევ სხვა შემთხვევები იყო, როდესაც წასვლას ვცდილობდი, მაგრამ კლუბმა ამის უფლება არ მომცა. ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული.

ჯერ კიდევ მოტივირებული ვარ და ფეხბურთის თამაში მინდა. კონტრაქტი მაქვს. ყველაფერი, რაც შემიძლია გავაკეთო - გავაგრძელო,
რასაც ვაკეთებ.

მხოლოდ 31 წლის ვარ. თავს შესანიშნავ ფორმაში ვგრძნობ, კიდევ შემიძლია ფეხბურთს რაღაც მივცე. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. სიტუაცია კლუბის ხელშია, თუმცა, გამოგიტყდებით, ძალიან ართულებენ ვითარებას", - გაუმხილა გულის ნადები ბეილმა Sky Sports-ს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
წამეიყვანეთ ტორპედოში...
ე ბიჯო სასწრაფოდ...
18:49 03-09-2020
0
იდეალური მომენტია ბავარიასათვის, წამოიყვანეთ დროზე
გააღეთ თვალი
16:06 03-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული