მესი "ბარსელონაში", ბარტომეუ ციხეში? - "ბარსაში" ძაღლი პატრონს ვეღარა ცნობს

AutoSharing Option
"ბარსელონაში" მოვლენები ელვისებური სისწრაფით და ერთობ უცნაურად ვითარდება. კერძოდ, "მარკას" მტკიცებით, თავდამსხმელმა ლეო მესიმ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. ის მიხვდა, რომ სასამართლო გარჩევები დიდხანს გაგრძელდება, ამასობაში მთელი სეზონი გაუცდება და უკან დახევა გადაწყვიტა. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მესის არ უნდა, "ბარსა" ნეიმარის მსგავსად კონფლიქტით დატოვოს.

მესი კი ბრუნდება, მაგრამ შეიძლება კლუბში პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ აღარ დახვდეს. "მუნდო დეპორტივოს" ცნობით, კატალონიის პოლიციამ მას ბრალდება წაუყენა. ძიება ე.წ. ბარსაგეიტზე კარგა ხანია მიმდინარეობს. სამართალდამცველებს მიაჩნიათ, რომ ბარტომეუმ კომპანია I3 Ventures-ს, რომელიც მის პირად რეპუტაციას
იცავდა და თან გუნდის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით, ლიონელ მესისა და ჟერარდ პიკეს აკრიტიკებდა, იმაზე ექვსჯერ მეტი თანხა გადაუხადა, რაც ასეთი "მომსახურება" ღირს.

აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელი ბარტომეუსთან დაახლოებული პირი ჟაუმე მასფერერია. პოლიცია ეჭვობს, რომ კლუბიდან ამ კომპანიაში გადარიცხული ფული მასფერერმა და ბარტომეუმ ჩაიჯიბეს. "ბარსელონას" პრეზიდენტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რომელიც მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჰგავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ე ბიჭო მოიშორეთ ეს კაცი თორემ დაგღუპავთ.აქამდე რო გყავთ პრეზიდენტად და ვადამდელი არჩევნები რო არ ჩაატარებინეთ მაგიტომ ხართ ასეთ მდგომარეობაში და არც არაფერს ცდილობთ რომ გამოასწორებინოთ სიტუაცია.მარტო აქციები და ტირილი არ შველის საქმეს.ლეგენდებს რომ არ აფასებთ ესპანეთში ეს არახალია,მაგრამ მესისთან მიმართებაში ნამდვილად არ ველოდი ასეთ უმოქმედობას და უმადურობას!!!!!!!
აბგდ
12:04 04-09-2020
1
ოხ ერთი იმას ვეღირსოთ, ეს მამაძაღლი ბარტომეუ ციხეში ჩააყუდონ.
3

სიახლეები პოპულარული