მესი: ბარტომეუმ პირობა არ შეასრულა - ვრჩები

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ლეო მესიმ ოფიციალური განცხადებით "ბარსელონაში" დარჩენა იუწყა:

"მე უკმაყოფილო ვიყავი და წასვლა მინდოდა. ამის გაკეთების უფლება არ მომცეს, ამიტომ კლუბში ვრჩები, რათა სასამართლო გარჩევებით არ დავკავდე.

ხელმძღვანელობას და მათ შორის პრეზიდეტს ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა. ამას მთელი წელი ვამბობდი. ვთვლიდი, რომ გვერდზე გადგომის დრო დადგა. მე მიმაჩნდა, რომ კლუბს უფრო მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელები სჭირდებოდა და რომ ჩემი დრო "ბარსელონაში" დასრულდა. ძალიან ვწუხდი, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის აქ დასრულება მსურდა.

ეს ძალიან მძიმე წელი იყო, ვარჯიშებზე ბევრს ვითმენდი, თამაშებისას,
გასახდელში. ჩემთვის ეს ძალიან რთული გახდა და დადგა მომენტი, როდესაც ახალი ამბიციების ძებნაზე დავფიქრდი. ეს "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგაზე წაგების გამო არ მოხდა, არა... მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი.

მე ყველაფერზე პრეზიდენტს ვუთხარი. ის მუდამ ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს შემეძლო გადამეწყვიტა, წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი და მან თავისი სიტყვა არ შეასრულა", - განუცხადა მესიმ Goal-ს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ამ კაცმა ბარსელონას და მის გულშემატკივრებს თავისი ვალი გადუხადა, არგენტინის ნაკრებიც ფინალში მარტომ გაიყვანა. კარგი იქნებოდა სხვა ქვეყანაშიც გვენახა მაგის თამაში, სანამ თამაშის თავი აქვს
gocha
04 სექტემბერი 2020 23:54
9
აი მესის რომ ეფენბერგის ან კანის ჟილკა მისცა... ყველაფერიაქვს ტიპს გარდა ლიდერული თვისებებისა.. ითმენდი და წასვლა რომ გინდა ეგაა მინუსი შენი... გარბოდა არგენტინიდანაც... განა შეიძლება სამშობლოსაც უთმინო და გაებუტო? ინიესტა და ხავი რომ დაფრინავდნენ მაშინ გლები და გუდიონსენიც ლიგას იგებდნენ...
ეჰჰ
04 სექტემბერი 2020 23:01
16
რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ამ კაცმა დაიმსახურა ყველაფერი რისი დამსახურებას ფეხბურთელს შეუძლია, მით უმეტეს ბარსას მხრიდან. ლეო შენს გვერდით )))
Megreli
04 სექტემბერი 2020 22:35
2
ამას ჩვენთან ბირჟაზე გადაფურთხებულის ალოკვას ვეძახდით.რეებსა წერს მე შემრცხვა მაგის მაგიერ. მეცოდებით ამ ქალაჩუნას დაცვას ვინც ცდილობთ.კუმანმა დაამტკიცა რომ კაცია.
აბა ესა ყოფილა
04 სექტემბერი 2020 22:27
23
გეტყობა შენ ბირჟაზე ბევრჯერ აგილოკია ფურთხებიც და ნარწყევებიც მიგიყოლებია დესერტად, ამ საქმეში მაგარი გამოცდილება გექნება ჩობანო. თანაც ბიჭს შეგრცხვა არა,ძალიან ხომ არ გაწითლდი გოგოსავეთ? კუმანი მაგარი კაცი კი არა, მაგარი ტრა..კია. შე ჩობიკ შენი შესაცოდი რა გვჭირს?! მიდი მესი შენებურად გააგიჟე, ეს გიჟების კომანდა.დ.დ.დ.
ქალაჩუნა, აბა ეს ვინ ყოფილას.
05 სექტემბერი 2020 18:51
1
ხო არასწორი აქცენტები აქვთ პარტიებს, ანუ სტტუს-ქვოს დატოვებას ცდილობენ. ეგ იმას ნიშნავსრომ ბლეყვი უფრო მეტია საზოგადოებაში ვიდრე ჯანსაღი ნაწილი.
ddgfdf
04 სექტემბერი 2020 22:19
2
დრაქის თამაში...
04 სექტემბერი 2020 22:12
6
რა გახდა ეს ბარტომეუ ასეთი? ამ დიდ გუნდს გულშემატკივართა მთელი არმია ჰყავს,რომ ადგნენ ფეხზე და გააპროტესტონ ამ ამ არაფრისმაქნისი პრეზიდენტის მაქ ყოფნა,დარწმუნებული ვარ წავა, ხოდა ვიდრე კიდევ არაა გვიან მოაცილონ ეს კაცი არ შეილება?რაც ეს მოვიდა კლუბში მერე დაიწყო პრობლემები და ბოლოც არ უჩანს..
გულშემატკივარი
04 სექტემბერი 2020 22:00
2
ლუკაშენკო=ბართომეუს
baba
04 სექტემბერი 2020 21:25
5

სიახლეები პოპულარული