მესი: ბარტომეუმ პირობა არ შეასრულა - ვრჩები

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ლეო მესიმ ოფიციალური განცხადებით "ბარსელონაში" დარჩენა იუწყა:

"მე უკმაყოფილო ვიყავი და წასვლა მინდოდა. ამის გაკეთების უფლება არ მომცეს, ამიტომ კლუბში ვრჩები, რათა სასამართლო გარჩევებით არ დავკავდე.

ხელმძღვანელობას და მათ შორის პრეზიდეტს ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა. ამას მთელი წელი ვამბობდი. ვთვლიდი, რომ გვერდზე გადგომის დრო დადგა. მე მიმაჩნდა, რომ კლუბს უფრო მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელები სჭირდებოდა და რომ ჩემი დრო "ბარსელონაში" დასრულდა. ძალიან ვწუხდი, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის აქ დასრულება მსურდა.

ეს ძალიან მძიმე წელი იყო, ვარჯიშებზე ბევრს ვითმენდი, თამაშებისას,
გასახდელში. ჩემთვის ეს ძალიან რთული გახდა და დადგა მომენტი, როდესაც ახალი ამბიციების ძებნაზე დავფიქრდი. ეს "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგაზე წაგების გამო არ მოხდა, არა... მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი.

მე ყველაფერზე პრეზიდენტს ვუთხარი. ის მუდამ ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს შემეძლო გადამეწყვიტა, წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი და მან თავისი სიტყვა არ შეასრულა", - განუცხადა მესიმ Goal-ს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ლუკაშენკო=ბართომეუს
baba
21:25 04-09-2020
5
რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ამ კაცმა დაიმსახურა ყველაფერი რისი დამსახურებას ფეხბურთელს შეუძლია, მით უმეტეს ბარსას მხრიდან. ლეო შენს გვერდით )))
Megreli
22:35 04-09-2020
2

სიახლეები პოპულარული