"ბარსელონადან" წასვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ თავდამსხმელმა ლეო მესიმ კორონავირუსზე ტესტი სახლში ჩააბარა, ხვალ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და მწვრთნელ რონალდ კუმანთან კაპიტნად დარჩენის საკითხს განიხილავს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".
გამოცემის ცნობით, კუმანი მესის გადაწყვეტილებას დაეთანხმება. "ბარსას" ვიცეკაპიტნები სერხი ბუსკეტსი, ჟერარ პიკე და სერხი რობერტო არიან.
მესი ძალიან გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ კლუბთან კონფლიქტისას თანაგუნდელებმა მხარი არ დაუჭირეს.