პირველი უთანხმოება კუმანსა და "ბარსელონას" შორის

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობასა და გუნდის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს შორის პირველი უთანხმოება გაჩაღდა, რისი მიზეზიც ორ ფეხბურთელზე არსებული აზრთა სხვადასხვაობაა. 

"ბლაუგრანას" მენეჯმენტს კლუბში გუნდისვე აღზრდილი ტიაგო ალკანტარას დაბრუნება სურს, რომელმაც მიუნხენის "ბაიერნის" დატოვების სურვილი გამოთქვა. 

ნიდერლანდელ სპეციალისტს კი "ბარსელონაში" თანამემამულის, "ლივერპულის" ნახევარმცველ ჟორჟინიო ვეინალდუმის ხილვა უნდა, რომელსაც ეროვნული ნაკრებიდან კარგად იცნობს. 

ესპანური წყაროები ამტკიცებენ, რომ ხელმძღვანელობა მწვრთნელზე ზეწოლას ახდენს და საკუთარი გადაწყვეტილების ძალით გატანას აპირებენ. გარდა ამისა, ტიაგოს გადაბირებისკენ კატალონიელებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს და მის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. 

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტიაგო
ალკანტარა მხოლოდ იმ შემთხვევაში განაგრძობს კარიერას "ლივერპულში", თუ ვეინალდუმი "ბარსელონას" შეუერთდება. 

მომზადებულია championat-ის მიხედვით

altკუმანი ლიდერობას ჰპირდებოდა, მესის დარჩენას კი "ბარსას" დატოვებისკენ მიჰყავს

altმესი თანაგუნდელებზე ნაწყენია და კუმანთან კაპიტნად დარჩენის საკითხს განიხილავს


მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯერ სადა ხართ, ეს დასაწყისია. უთანხმოებები მერე ნახეთ. არ მომწონს ეს კუმანი.
goCa
16:21 07-09-2020
0
ვააა იყიდეთ ორივე, მე უნდა გასწავლიდეთ? იქნებ ერთი მაინც გამოგადგეთ
ზორბეგი
16:12 07-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული