თავდამსხმელმა ლეო მესიმ, რომელიც გუნდის გამოცვლას უშედეგოდ ცდილობდა, დღეს "ბარსელონაში" პირველად ივარჯიშა, - იტყობინება "ბარსა" და "ტვიტერზე" სურათსაც აქვეყნებს.
არგენტინელი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ერთი საათით ადრე მივიდა და მას გულშემატკივრები შეეგებნენ.
ის მწვრთნელ რონალდ კუმანს უნდა დაელაპარაკოს და გადაწყვიტოს, ისევ იქნება თუ არა კაპიტანი.