ცნობილი გახდა, თუ როგორ აპირებს "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი თავდამსხმელ ლეო მესის გამოყენებას.
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ნიდერლანდელ სპეციალისტს უნდა, მესი 4-2-3-1 ტაქტიკური სქემისას ცრუ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე დააყენოს. ლეოს მთელ შეტევის ხაზზე გადაადგილება და თამაშის გამწვავება დაევალება.
და კიდევ: მესისათვის დაცვაში ჩასვლა აუცილებელი არ იქნება, რათა ზედმეტად არ დაიტვირთოს და მეტოქის კარზე იერიშების მისატანად ენერგია დაზოგოს.
მესი გუნდში დაბრუნდა და კოუტინიოსთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
უბრალოდ ფეხბურთი თუ გიყვარს, შეუძლებელი მგონია ცალკე აღებული მესის არ ქომაგობდე.