"ბარსელონას" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა გუნდის კაპიტან ლეო მესისთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"ეს ყველასთვის ძალიან რთული სეზონი იყო, მაგრამ ახლა ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ.
ჩემი და მესის ურთიერთობა იმას ჰგავს, თუ როგორ განვითარდა ურთიერთობა ჩემსა და მბაპეს შორის. თავიდან სირთულეები გვქონდა და ურთიერთგაგების დასამყარებლად დრო დაგვჭირდა. მესისთანაც ასევე დალაგდება.
მინდა პარტნიორებთან ერთად ისევ ვითამაშო და ტურნირების მოსაგებად ბოლომდე დავიხარჯო. გასული წელი "ბარსელონაში" ტიტულების გარეშე დასრულდა, რაც დიდი ხანია არ მომხდარა", - ციტირებს გრიზმანს As-ი.
მინდა პარტნიორებთან ერთად ისევ ვითამაშო და ტურნირების მოსაგებად ბოლომდე დავიხარჯო. გასული წელი "ბარსელონაში" ტიტულების გარეშე დასრულდა, რაც დიდი ხანია არ მომხდარა", - ციტირებს გრიზმანს As-ი.