"რეალს" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე "ინტერისთვის" არ მიუმართავს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით".
ადრე "სპორტ მედიასეტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ და ფეხბურთელს ახალ გუნდში სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონი ევრო დაენიშნებოდა.
გამოცემის მტკიცებით, იტალიელებს მოლაპარაკებები იმის გამო ჰქონდათ გასაიდუმლოებული, რომ "ბარსელონადან" ნახევარმცველ არტურო ვიდალის გადაყვანაში პრობლემა არ შექმნოდათ.
მოკლედ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება და ჯერ სიმართლის დადგენა შეუძლებელია.