კუმანს მატჩებისას "ბარსელონას" ხელმძღვნელობის უფლება არა აქვს

AutoSharing Option
მწვრთნელ რონალდ კუმანს ოფიციალური მატჩებისას "ბარსელონას" ხელმძღვნელობის უფლება არა აქვს. მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომაც კი ეკრძალება.

COPE-ის ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ნიდერლანდელ სპეციალისტს ამის ნებართვას იქამდე არ მისცემს, ვიდრე "ბარსა" მწვრთნელ კიკე სეტიენს კონტრაქტს არ გაუწყვეტს.

სეტიენი ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვს და სანამ ეს არ მოხდება, კატალონიური კლუბი ვერც მწვრთნელისა და ვერ ერთი ფეხბურთელის დარეგისტრირებას ვერ მოახდენს.

არადა, დრო არ ითმენს, "ბარსელონამ" ლა ლიგაზე პირველი მატჩი 26 ან 27 სექტემბერს უნდა ჩაატაროს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნეტავ ლაპორტა დაბრუნდეს პრეზიდენტად და ჩავი მწვრთნელად! ეს კუმანი არ მევასება.
!!!!!
21:37 17-09-2020
1
Am kacs presidents dausabuteblad akritikebt. Realurad barsa nomer pirveli klubia msoflioshi.rogorc finansebit,mayureblebit da sportuli migwevebit! Rarqmaunda bolo 5 weliwafshi!
Gabo
21:55 17-09-2020
2

სიახლეები პოპულარული