ლა ლიგის პირველივე მატჩში "რეალმა" ქულები დაკარგა გასვლაზე "სოსიედადთან" - 0:0.
რბილად რომ ვთქვათ, თამაშმა აშკარად უკეთესის სურვილი დატოვა და ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.
"სოსიედადში" პირველი შეხვედრა ჩაატარა "მანჩესტერ სიტიდან" გადასულმა 34 წლის ნახევარმცველმა დავიდ სილვამ. ის 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
2015 წელს შეძენილმა მარტინ ედეგორმა "რეალის" სასტარტოში ჩემპიონატზე პირველად ითამაშა. ნორვეგიელი გასულ სეზონში სწორედ "სოსიედადში" იყო განათხოვრებული.
"რეალმა" 2000 და შემდეგ წლებში დაბადებული ოთხი ფეხბურთელი - ვინისიუსი (20 წლის), როდრიგო გოესუ (19), მარვინი (20) და სერხიუ არიბასუ (18) ათამაშა, რაც
ლა ლიგაზე პირველად მოხდა.
26 სექტემბერს "რეალი" სევილიაში "ბეტისს" დაუპირისპირდება.