"ბარსელონას" მწვრთნელ რონალდ კუმანისგან მოძულებულ ნახევარმცველ რიკი პუჩს გუნდის გამოცვლა მოუწევს.
კუმანმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებისთვის "ბარსაში" გზა ხსნილია, მაგრამ 21 წლის პუჩი რატომღაც აითვალწუნა და წასვლა ურჩია. მართალია, ფეხბურთელმა თავიდან უარი უთხრა და "ბაიერნში" გადასვლაც კი არ ისურვა, მაგრამ საბოლოოდ, ალბათ, დანებდება.
მოკლედ, მას "პორტუ" ეპატიჟება და შესაძლოა, ერთსეზონიანი იჯარით წაიყვანოს.