კაცნაკლულმა "ბარსელონამ" "სელტასაც" უპრობლემოდ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეოთხე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "სელტა" 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 42-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, "ბარსას" მცველ ლანგლეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, კატალონიურმა გუნდმა კიდევ ორი უპასუხო გოლი გაუტანა ივან ვილარს და ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

"ბარსელონამ" ვიგოში 2015 წლის 5 აპრილის შემდეგ პირველად იმარჯვა და 4 ოქტომბერს "სევილიას" უმასპინძლებს.

სელტა - ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ფატი (11), 0:2 ოლაზა (51 საკ. კარში), 0:3 სერხი რობერტო (90+5)
გაძევება: ლანგლე (42)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგად თამაშობდნენ ფეხბურთელები, აშკარად გამოცოცხლება ეტყობათ. მომეწონა მესის შემართება, მიდი ლეო შენებურად შეუბერე. კოუს თამაშიც კარგი იყო, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელად გამოვარჩევდი, ლეო მესის!
goCa
11:29 02-10-2020
0
საშინელი ამინდი იყო.წვიმა და ქარი.,ესიმ ბრწყინვალედ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა, მაგრამ რად გინდა,ერთში ავტოგოლი ჩათვალეს,მეორე შემთხვევაში კი,მისი თავი აღმოჩნდა თამაშგარეში.ძალიან გაახალგაზრდავებულია ეს გუნდი და პერსპექტივაც აქვს,მაგრამ მნიშვნელოვან თამაშებში,ეს ბიჭები,ჯერ ვერ გაქაჩავენ.გამოცდილება არ ეყოფათ
სოსო
19:29 02-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული