გუშინ, 4 ოქტომბერს, ესპანეთში ქალთა ფეხბურთის პირველი "ელ კლასიკო" გაიმართა და კატალონიელებმა "თეთრ ქალბატონებს" 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მატჩის პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში "ბარსელონამ" უპირატესობა მოიპოვა და 3-ჯერ აიღო მეტოქის კარი.
რა თქმა უნდა, ეს ის "კლასიკო" არ იყო, მაგრამ მაინც...