დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00-ზე, ბარსელონაში "ელ კლასიკო" გაიმართება.
ამ დაპირისპირებას ორივე გუნდი ცუდ ფორმაში ხვდება. დანაკლისიც დიდია, განსაკუთრებით მადრიდელებისა.
"ბარსელონა" - "რეალი"
ეს გუნდები ერთმანეთს, "ლა ლიგის" ეგიდით, 181-ჯერ შეხვნენ, საიდანაც მადრიდის "რეალმა" 73-ჯერ, ხოლო "ბარსელონამ" 72-ჯერ გაიმარჯვა. 36 მატჩი კი ფრედ დასრულდა. დღევანდელი მატჩის მოგების შემთხვევაში კატალონიელები "თეთრებს" გაუთანაბრდებიან.
-align: left;">
ბოლო 5 კლასიკოს შედეგი კი ასეთია:
1. "რეალი" - "ბარსელონა" - 2:0
2. "ბარსელონა" - "რეალი" - 0:0
3. "რეალი" - "ბარსელონა" - 0:1
4. "რეალი" - "ბარსელონა" - 0:3
5. "ბარსელონა" - "რეალი" - 1:1
დანაკლისი
"ბარსელონა" - მარკ ანდრე ტერ შტეგენი და სამუელ უმტიტი. ასევე საეჭვოა ხორდი ალბას თამაში.
"რეალი" - დანიელ კარვახალი, ედენ აზარი, ოდეგორი, ოდრიოსოლა და მარიანო დიაზი გამოაკლდებათ, ასევე შესაძლოა კაპიტანმა, სერხიო რამოსმაც, გამოტოვოს მატჩი.
როლანდ კუმანი ("ბარსელონა") - "რეალი" დიდებული გუნდია, 2 მატჩის წაგება არ ნიშნავს, რომ აღარ არიან დიდებულები. ისინი ძალიან გამოცდილები არიან და დღევანდელი მატჩის მოგებას შეეცდებიან."
ზინედინ ზიდანი ("რეალი") - ორი მატჩის წაგების შემდეგ "ბარსელონასთან" შეხვედრა მდგომარეობის გამოსასწორებლად შესანიშნავი ვარიანტია."
მატჩის არბიტრი ესპანელი ხუან მარტინეს მუნიერა იქნება.