"რეალმა" ელ კლასიკოში იმარჯვა - ზიდანი მოხსნას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-7 ტურში "რეალმა" სტუმრად "ბარსელონას" 3:1 მოუგო.

როგორც იცით, "სამეფო გუნდის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანს მდგომარეობის გამოსასწორებლად 2 მატჩი ჰქონდა მიცემული და მისი სავარაუდო შემცვლელების კანდიდატურებიც სახელდებოდა.

გოლი პენალტით სერხიო რამოსმა გაიტანა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და ჩემპიონატზე "ბარსასთან" 31-ე მატჩი ჩაატარა, რითაც თავის გუნდში რაულისა და ჰენტოს რეკორდი გაიმეორა.

ფატი ელ კლასიკოში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია - მან 1995 წელს რაულის მიერ დამყარებული რეკორდი დაამხო.

13 ქულით გალიდერებული "რეალი" 31 ოქტომბერს "უესკას" უმასპინძლებს, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე 28
ოქტომბერს სტუმრად "გლადბახს" შეხვდება. "ბარსელონა" 7 ქულით მეათე ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 29 ოქტომბერს მძიმე გასვლა ელის ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან", ხოლო 1-ელ ნოემბერს სტუმრად "ალავესს" დაუპირისპირდება.

ბარსელონა. "ნოუ კამპი"
ბარსელონა - რეალი 1:3
გოლები: 0:1 ვალვერდე (5), 1:1 ფატი (8), 1:2 სერხიო რამოსი (63-,პენ), 0:3 მოდრიჩი (90)

მკითხველის კომენტარები / 18 /
რამოსთან ერთად და რამოსის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია რეალი, #1 მცველია მსოფლიოში დღესდღეობით
mamuka
20:24 24-10-2020
4
ბარსას დედა აღარა ყავს.მესის კი ნუ გონია რომ ნაყიდი ოქროს ბურთებით ვინმე პელეს,მარადონას,კიჭას წინ დააყენებს.ხოლო კრიშტიანოს რეკორდებთან ახლოც ვერ მივა.დღეს მთელი თამაში არც კი გაქცეულა,დადიოდა.
მხოლოდ სიმართლე
20:48 24-10-2020
20

სიახლეები პოპულარული