შესაძლოა, "ბარსა" ბართომეუსგან ხვალ გათავისუფლდეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუსთვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრის გამართვა არ სურს.

კატალონიურმა კლუბმა მხარის გენერალიტეტს 1-ელ-2 ნოემბერს დანიშნული კენჭისყრის გადაწევის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში კომენდანტის საათია მიღებული და ქუჩაში გამოსვლა რეკომენდებული არ გახლავთ.

ბართომეუ და მისი გუნდი, შესაძლოა, პოსტებიდან ხვალ, 27 ოქტომბერს გადადგეს, თუ გენერალიტეტი კენჭისყრის თარიღის გადაწევაზე ოფიციალურ უარს განაცხადებს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა დირექტორთა საბჭოს სავარაუდო გადადგომის შესახებ უკვე აცნობა და გადაწყვეტილება საჯარო, სავარაუდოდ, ხვალ გახდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბართო! გეწევა შენი ცოდვები, ბარსას სუარესის და მესის მიმართებაში? ასე იცის ბუმერანგმა, არ არსებობს, რომ არ დაბრუნებოდა ბართუშას. რატომღაც მგონია კუმანსაც ეს დღე ელის სუარესის მიმართ, დამამცირებელ ქმედებების გამო. რასაც დასთესავენ იმასვე იმკიან. მესის პროტესტმა მგონი შედეგი გამოიღო, მაგრამ რის ფასად? ასეთ ბრწყინვალე ფეხბურთელს თამაშის ხალისიც და სურვილიც დაუკარგეს. ყველაზე ძალიამ მესი მეცოდება და მენანება, ბართომეუ ჭირსაც წაუღია (მგონი მიაქვს კიდევაც)
barsa mesi
19:18 26-10-2020
3
დღესვე სჯობია წავიდეს.ყოველი დღე ძვირფასია.რომც უნდოდეს,გუნდის ერთიანობას,ბარტომეუ ვეღარ აღადგენს.ურთიერთობა დაანგრია და მისი აღდგენა,შეუძლებელია
სოსო
17:16 26-10-2020
2

სიახლეები პოპულარული