"ბარსელონას" ექს მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ლიონელ მესისთან ერთად მუშაობის შესახებ El Pais-თან საუბარში გააკეთა კომენტარი.
"მესის მართვა ძალიან ძნელია, თუმცა აბა მე ვინ ვარ, მისი შეცვლა რომ ვცადო? არის კიდევ რაღაცები, რაც მუშაობას ართულებს, მაგრამ ეს ბევრ სპორტსმენს ეხება. ისინი არაწინასწარმეტყველებადი არიან, ხშირად ვხედავთ იმას, რასაც არ ველოდებით.
ამასთანავე, ვფიქრობ, მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. დიდი მოთამაშე ბევრი ყოფილა, თუმცა ასეთი ფეხბურთი ამდენი წლის განმავლობაში არავის უჩვენებია.
ზოგადად, ლეო ძალიან თავშეკავებულია და ცოტას ლაპარაკობს. თუმცა ყოველთვის მიგითითებს იმაზე, რისი
დანახვაც საჭიროა,"- განაცხადა სეტიენმა.
მარადონა: ვიცოდი, რომ მესი ბარსელონასთან ურთიერთობას ცუდად დაამთავრებდა