რაკიტიჩი: მესის სხვანაირი ზრუნვა სჭირდება

AutoSharing Option
"სევილიას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესიზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"მესისთან მუდამ კარგი ურთიერთობა მქონდა. როდესაც "ბარსელონაში" გადავედი, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მკითხა, რამე ხომ არ მჭირდებოდა.

ასეთი დონის ფეხბურთელებს დამოუკიდებლად შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. ისინი სხვანაირები არიან, მათ სხვანაირი ზრუნვა სჭირდებათ. უცნობია, ვნახავთ თუ არა ასეთ მოთამაშეს მომავალში", - ციტირებს რაკიტიჩს As-ი.

ისინი "ბარსაში" ერთად 2014-20 წლებში თამაშობდნენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამაზე მეტი ზრუნვა რა არის ასტრონომიულ ხელფასს უხდიან,მისი მოთხოვნით ყოველ წელს ახალ ფეხბურთელებს ყიდულობდნენ.
არ მესმის რისი თქმა უნდა
03 ნოემბერი 2020 14:39
5
ფული კარგია,მაგრამ ყველაფერი არ არის.წლები გაივლის და ალბათ შენც მიხვდები
სოსო
03 ნოემბერი 2020 17:57
1
მარტო მესის ხელფასზე, რომ ხართ ჩაციკლულები, ეს ბოღმები, ცოტა სხვებისკენაც გაიხედეთ. თქვენს კერპს როლანდოს რამდენი აქვს? შენ ზარმაცი იყო, მესის რა ბრალია? მესის ნაირად გეშრომათ და რაღაცას მიაღწევდით. მოდი რა შენს გაფხეკილ ჯიბეს მიხედე გირჩევნია.
!!!
03 ნოემბერი 2020 16:35
1
რაკეტა! ყველაფერში გეთანხმები. მართლაც ვერასოდეს ვნახავთ, ლეო მესის ნაირ ფეხბურთელს. წამოვა კარგი ფეხბურთელები, როგორც ყოველთვის, მატრამ არა ისეთები როგორც ლეო მესია და დანარჩენი თითო ოროლა.
ბარსა მესი.
03 ნოემბერი 2020 12:22
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული