მესი გრიზმანს ადაპტაციაში ხელს უშლიდა - ფრანგის ექსაგენტი

AutoSharing Option
ანტუან გრიზმანის ყოფილმა აგენტმა ერიკ ოლატსმა ფრანგი ფორვარდის "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"ანტუანს ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ უამრავი სირთულე გამოუჩნდა, რადგან იქაურობას მესი მართავს. ლიონელი ერთდროულად არის იმპერატორი და მონარქი, არგენტინელმა კი გრიზმანის ტრანსფერი არც ისე სასიამოვნოდ მიიღო.

მას მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. ეს ანტუანს აგრძნობინა კიდეც. გამუდმებით მესმის გრიზმანისაგან, რომ მას მესისთან პრობლემა არ აქვს, თუმცა იგივე ლეოს არასდროს უთქვამს.

ჩემი აზრით, მესიმ იმიტომ თქვა მივდივარო, რათა ენახა, ისევ არის თუ არა კლუბში გადაწყვეტილების მიმღები ფეხბურთელი, ისევ აქვს თუ არა
გავლენა თანაგუნდელებზე. საერთო ჯამში კი, რასაკვირველია, ის დარჩა. ტიპური მესი! როგორი კარგიც არის მოედანზე, იმდენად ცუდია მის ფარგლებს გარეთ.

"ბარსელონა" უკვე დიდი ხანია კრიზისშია. პრობლემა კლუბს აქვს და არა ანტუანს. გასულ წელს, როცა "ბარსაში" გადავიდა, მესი არ ელაპარაკებოდა, პასს არ აძლევდა. ყველაფერი გააკეთა ადაპტაციაში ხელის შესაშლელად.

ეს ნათელი და ღია იყო. თუ ამას პრეზიდენტის წასვლას, "ბაიერნისაგან" მიღებულ 8 გოლსა და 3 სხვადასხვა მწვრთნელს დავამატებთ, ფეხბურთელისთვის არც ისე კარგი პირობები გამოდის", - თქვა ოლატსმა.

მომზადებულია France Football-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეტყობა ამ საცოდავმა, მაგრად მიარტყა თავი კედელს. ვაი შენს პატრონს სულელო. ბეტისთან გამოჩნდა, მესიმ როგორ დაუთმო და გაიტანა გრიზმანმმა ბურთი, თან როგორ გულით გამოხატეს სიხარული.
3
მე მგონი, დიდ სისულელეს ტიტინებს.
სოსო
20:11 10-11-2020
6

სიახლეები პოპულარული