სერხიო რამოსის პსჟ-ში გადასვლის ალბათობა დიდია

AutoSharing Option
"რეალის" კაპიტნის, სერხიო რამოსის მომავალი გაურკვეველია.

ჟურნალისტი კრისტობალ სორია El Chiringuito TV-ის "ტვიტერით" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზაფხულში სერხიო რამოსი "რეალს" დატოვებს და ამის ალბათობა 80%-ია.

Cadena Cope-ს ჟურნალისტი რაფა ალმანსა კი ირწმუნება, რომ ვეტერანი მცველი შეიძლება პსჟ-ში გადაბარგდეს. ალმანსას მტკიცებით, პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ელ ჰელაიფიმ მისთვის უკვე გაამზადა კონტრაქტი.

34 წლის რამოსს ოთხწლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს. ამ სეზონში მან ლა ლიგას 8 მატჩში 2 გოლი პენალტით გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მხეცი!
emigranti
23:09 15-11-2020
0

სიახლეები პოპულარული