დაოსებული "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-10 ტურში "ბარსელონა" მადრიდში "ატლეტიკოსთან" 0:1 დამარცხდა.

ისევე როგორც "რეალი" საშინელ ფორმაშია "ბარსელონა", ამ შეხვედრაშიც ვერ ითამაშა თავისი ფეხბურთი, "ატლეტიკომ" კი ის ითამაშა, რაც ჩვევია, ტერ შტეგენის შეცდომით პირველი ტაიმის დასასრულს კარასკომ ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

საკუთარ თავს არ ჰგავდა მესი, რომელიც მოედანზე შეუმჩნეველი იყო და ვერც მისი პარტნიორები ირჯებოდნენ სახეიროდ.

8 მატჩში "ბარსამ" 11 ქულა აიღო, რაც 1991 წლის შემდეგ ამ გუნდის უარესი შედეგია.

სტუმართა გუნდის ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ 62-ე წუთზე ტრავმა მიიღო და თვალცრემლიანმა
დატოვა მოედანი.

სიმეონეს ხელმძღვანელობით "ატლეტიკომ" პირველად სძლია "ბარსელონას" ჩემპიონატზე - მე-18 მატჩში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლეოს, ძალიან მძიმე სულიერი ტრავმა დაუტოვა, იმ ოხერმა გაუგებრობამ და ჩხუბმა, რაც ბარსაში მოხდა. ლეოს ერთ რაღაცაში ვამტყუნებ, თავის თავზე არ უნდა აეღო და არ უნდა "ემხილებინა" ბართომეუს მიერ ჩასვრილი საქმეები, ფაქტიურად მარტო იბრძოდა. (როცა გიყვარს შენი გუნდი, გინდა არ გინდა, თვალს ვერ დახუჭავ) ლეოს ეგონა მთელი კატალონიის ფანები გვერდით დაუდგებოდა, მაგრამ კი ვნახეთ აქა-იქ, კანტი-კუნტად ფანები, უფრო მეტიც თვითონ ბარსას ფეხბურთელებმაც გაუგებარი პასიურობა გამოიჩინეს, ამას დაემატა მესის საუკეთესო მეგობრის ლუის სუარესის, უპრაგუნოდ გაშვებაც (რომელიც ეხლა ჰაერივით ჭირდება ბარსას) აი ეს ყველაფერი ერთად, როგორ გგონიათ არ დაეტყობოდა ლეოს ხასიათს? აქედან გამომდინარე როცა დაინახა ლეომ, რომ გადამწყვეტ სიტუაციაში მარტო დატოვეს ყველამ, ის ფეხბურთიც შეჯავრდა და ის ფანებიც, რომელიც სტადიონზე მესის სკანდირებდნენ. მე პირად ძალიან კარგად მესმის მესის.
ბარსა მესი
12:26 22-11-2020
2
მესი არაა გამოსული ბუტია ბავშვის ასაკიდან,სხვაგან საერთოდ ვერ ითამაშებს,ამით განსხვავდება რონალდოსგან რომელიც ყველგან ამტკიცებს ლიდერობას.
მახო
13:29 22-11-2020
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული