"კმარა, დიდი ხანი ვითმინე" - "მოვისტარმა" გრიზმანთან ინტერვიუ დააანონსა

AutoSharing Option
ესპანურმა ტელეარხმა "მოვისტარმა" "ბარსელონას" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანთან ვიდეოინტერვიუ დააანონსა, რომელშიც ფრაგმენტია ჩართული. ფრანგი ფეხბურთელი მისთვის მტკივნეულ თემებზე ისაუბრებს. ინტერვიუ ეთერში უახლოეს საათებში გავა.

ავტორებმა არ განმარტეს, რაზე ილაპარაკებს გრიზმანი, თუმცა დამაინტრიგებელი ნაწყვეტი გაუშვეს:

"პრეზენტაციაზე მე ვთქვი, რომ მინდა სათქმელი მხოლოდ მოედანზე ვთქვა და არა მოედანს მიღმა. თუმცა, დადგა დრო, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო. კმარა, მე დიდი ხანი ვითმინე", - განაცხადა ფეხბურთელმა.

ადრე ანტუანის ყოფილმა აგენტმა ერიკ ოლატსმა დაიჩივლა, რომ "ბარსას" კაპიტანმა ლეო მესიმ მაქსიმალურად გაურთულა გრიზმანს გუნდში ადაპტაცია და მას
არც ელაპარაკება.

20 ნოემბერს კი კატალონიური კლუბის ფანები გრიზმანის ავტომობილს თავს დაესხნენ და უყვიროდნენ, რომ მესის პატივი უნდა სცეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Baski. Jipis kapotze:)))))
Kutaisi
20:41 24-11-2020
0
ბატონო გია, ნუ ხარ ქართველი ქაჯი! რა სჯობია, როცა ფეხბურთელს ნაწნავები, წვერები,პირსინგები, საყურეები, "ნაკოლკები" და სხვა მსგავსი ატრიბუტები ამშვენებს. რაღაცით ხომ უნდა გამოირჩეოდეს ფეხბურთელი ( მით უმეტეს, თუ უნიჭოა), მაგალითად სპეცშეფერილობის კაპიტნის სამკლაურით, ან წვერების ისეთი სტილით, რომლის მსგავსი დიდი იშვიათობაა.მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს ფეხბურთელი, რომელსაც იმხელა წვერები აქვს, მამაოს ვეძახით, ადვილად საცნობია. რომ არა წვერები არასოდეს დაგამახსოვრდებოდა და ისე წავიდოდა ფეხბურთიდან ,მის მშობლებსაც არ გაახსენდებოდათ, რომ ოდესღაც ფეხბურთელი იყო. სამაგიეროდ ჩვენ ასე გავიხსენებთ: გახსოვს ის წვერებიანი? - იმე! რა გვარი იყო?...ვაი! ისე რაცხა, ნამეტანი საფეხბურთო გვარი კი ჰქონდა.....ან კიდევ, რა დამავიწყებს ჩვენი ნაკრების კარში ორმოციოდე მეტრიდან პრაშუტით შეგზავნილ გოლს, მხოლოდ იმიტომ ,რომ ჩვენი მეკარე ნაწნავის სწორებით იყო დაკავებული. აბა ისე ის გოლი ვის დაამახსოვრდებოდა. ასეთი მაგალითები კი,საბედნიეროდ არც ისე ცოტაა.............................!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
დ.დ.
15:56 24-11-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული