"რეალში" მონასტერი აირია - ზიდანს შემცვლელები გამოუჩნდნენ

AutoSharing Option
"რეალი" წარუმატებლად ასპარეზობს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე და უკვე მწვრთნელ ზინედინ ზიდანის გადაყენებაზე დაიწყო საუბრები.

Deportes COPE-ის ეთერში ჟურნალისტმა არანჩა როდრიგესმა განაცხადა, რომ ფეხბურთელთა უმეტესობა ზიდანის მადლიერია და ნდობას უცხადებს, თუმცა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშის აზრით, მწვრთნელის შეცვლა გუნდს წაადგება.

ფეხბურთელებს ვერ აუხსნიათ წარუმატებლობის მიზეზები და ვერ ერკვევიან შექმნილ მძიმე სიტუაციაში.

"მარკას" მტკიცებით კი, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა ზიდანის შემცვლელს ეძებს და ორ კანდიდატურას განიხილავს - დროებით უმუშევარ მაურისიო პოჩეტინიოს და "კასტილიას" თავკაც რაულს.

თავად ზიდანი საკუთარი ნებით გადადგომას არ
აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვარანი მოაშორეთ, მერამდენედ უნდა დაღუპოს გუნდი
პერესს
01:16 03-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული