ლა ლიგის მე-13 ტურში "ბარსელონამ" სახლში "ლევანტე" 1:0 დაამარცხა.
ორი წაგებული მატჩის შემდეგ "ბარსა" "ლევანტესაც" ვერ ამარცხებდა, მაგრამ მხსნელად მესი მოევლინა, რომელმაც 76-ე წუთზე დალაშქრა ფერნანდესის კარი. მან ამ სეზონში ჩემპიონატზე 5 გოლი გაიტანა და ყველა "კამპ ნოუზე". რაც "ბარსაში" მე-10 ნომრით თამაშობს (2008 წლიდან), არგენტინელმა მე-600 გოლი გაიტანა. ლეომ ამ სეზონში ტოპ 5-ის ლიგიდან ყველაზე მეტჯერ დაარტყა საჯარიმო, 16-ჯერ და ჯერ მიზანს ვერ უწია.
"ბარსელონამ" 11 ჩატარებულ მატჩში 17 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზეა და 17 დეკემბერს "სოსიედადს" უმასპინძლებს.