მესის ლა ლიგის ბომბარდირის პრიზი მეშვიდედ გადასცეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის პრიმერას საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გადასცეს.

მესი 25 გატანილი გოლით გასულ სეზონში ბომბარდირი გახდა და პიჩიჩის პრიზი მეშვიდედ და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში 33 წლის არგენტინელმა 13 მატჩში 6 გოლი (2 პენალტით) გაიტანა. ბომბარდირი კი ჯერჯერობით 8 გოლით (4 პენალტით) "ვილიარეალის" თავდამსხმელი ხერარდ მორენოა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული