მესიმ პელეს რეკორდი დაამხო და არგენტინაში გაფრინდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-15 ტურში "ბარსელონამ" სტუმრად 3:0 დაამარცხა "ვალიადოლიდი".

"ბარსას" კაპიტანმა მესიმ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ლეომ ერთ გუნდში 644-ე გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი დაამხო. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე პირველი საგოლე გადაცემა გააკეთა - გასულ სეზონში მის ანგარიშზე 21 საგოლე პასი იყო. "მარკას" ცნობით, შობის სახლში აღსანიშნავად ის თამაშის შემდეგ კერძო თვითმფრინავით არგენტინაში გაფრინდა.

"ბარსელონა" 24 ქულით მე-5 ადგილზეა და 30 დეკემბერს გასვლაზე "კადისს" შეხვდება.

ვალიადოლიდი. "ხოსე ზორილა"
ვალიადოლიდი - ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ლანგლე (21), 0:2 ბრეიზუეითი (35),
0:3 მესი (65)

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესის დარტყმა მეშვიდე წუთზე (რომელიც ააცილა), მის გატანილ გოლზე ლამაზი იყო, გენიოსია
Optimus
25 დეკემბერი 2020 10:47
1
Male peles statistikac ar shercheba
Milani
23 დეკემბერი 2020 20:29
2
რასაკვირველია ველოდით ამ რეკორდის დამხობას. ლეო მესი, ბედნიერი შობა ახალი წელი შენთვის, შენი ოჯახისთვის და ბარსასთვისაც. ის ოხერი უთანხმოება რაც მოხდა ბარსაში, რომელმაც რამის შეიწირა ლეოს სათამაშო ფორმა, წარსულში დარჩენილიყოს.
barsa mesi
23 დეკემბერი 2020 12:39
1
ლეგენდავ! გილოცავთ, ბარსაში 644-ი ბურთის გატანას!!! ეგ ერთი და სხვა მრავალი!
შენი ერთგული გულშემატკივარი ნონა.
23 დეკემბერი 2020 11:11
3
სოსო დიდი მადლობა, გულთბილი კომენტარისთვის.
ნონა
23 დეკემბერი 2020 17:23
1
ნონა,ეგ ერთი კი არა,ეგ 644 და სხვა მრავალი.ღიმილით,რა თქმა უნდა.ვულოცავ მესის,ამ დიდ მიღწევას და კიდევ იმას,რომ ამ თამაშში,ცოტათი თავის თავს,ძველ მესის ჰგავდა
სოსო
23 დეკემბერი 2020 16:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული