"ბარსელონა" 28 წლის ნახევარმცველ კოუტინიოს გაყიდვას არ გეგმავს, - იტყობინება "მარკა".
ყოველ შემთხვევაში, მომავალ ზაფხულამდე მაინც, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ამის წინააღმდეგია. მას ბრაზილიელი თუნდაც შემადგენლობის როტაციისათვის აუცილებლობად მიაჩნია. რამდენიმე დღის წინ ესპანური პრესა ირწმუნებოდა, რომ კოუტინიოს იანვარში გაყიდდნენ და ამით კლუბის ფინანსური მდგომარეობა ოდნავ მაინც შემსუბუქდებოდა.
კოუტინიომ ამ სეზონში ლა ლიგის 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გუშინ ის "ვალიადოლიდთან" შეხვედრის 81-ე წუთზე პედრის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე.