"ბარსელონა" მესის ამხელა ხელფასს ვერ გადაუხდის - ამბობს კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატი

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ემილი რუსომ, რომელიც ჟოზეპ ბარტომეუს დროს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი იყო, გუნდის კაპიტან ლეო მესის შესახებ "Diario Sport"-თან ინტერვიუში ისაუბრა.

- როგორია მესისთან დაკავშირებით თქვენი გეგმები?
- ჩვენ ცხადი უპირატესობა გვაქვს, ვინაიდან გუნდში ხოსეპ მარია მინგელა გვყავს. ამ ადამიანმა მოიყვანა მესი "ბარსელონაში", როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო.

- კი, მაგრამ...
- მე ჩავხედავ ლეოს თვალებში და ვეტყვი: "კლუბი ამხელა ხელფასს ვერ გადაგიხდის. ახლა კი ნება მიბოძე ჩვენს სპორტულ პროექტზე მოგიყვე. ჩვენ შენ ახალგაზრდა ტალანტების გარემოცვაში გამყოფებთ".

- ზაფხულში მას
წასვლა უნდოდა.
- წასვლა ფულის გამო არ უნდოდა. საქმე სპორტული პროექტის არქონაში იყო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ისევ თამაშობს ფეხბურთ? გოლი ბოლოს რიდის გაიტანა?ბარსასთვის უსარგებლო და რიგითი ფეხბურთელია,უნდა გაუშვან გუნდიდან,არ ეკადრება ბარსას ასეთი უსახური ფეხბურთელები..
barsa
00:57 04-01-2021
13
არჩევნების წინ, ყველა სათავისოდ, ლეოს სახელს და ავტორიტეს, როგორ ოსტატურად იყენებენ? ლეოს შეეშვით, თვითონ იცის რა გააკეთოს და როგორ.
ბარსა
21:08 03-01-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული