"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ემილი რუსომ, რომელიც ჟოზეპ ბარტომეუს დროს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი იყო, გუნდის კაპიტან ლეო მესის შესახებ "Diario Sport"-თან ინტერვიუში ისაუბრა.
- როგორია მესისთან დაკავშირებით თქვენი გეგმები?
- ჩვენ ცხადი უპირატესობა გვაქვს, ვინაიდან გუნდში ხოსეპ მარია მინგელა გვყავს. ამ ადამიანმა მოიყვანა მესი "ბარსელონაში", როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო.
- კი, მაგრამ...
- მე ჩავხედავ ლეოს თვალებში და ვეტყვი: "კლუბი ამხელა ხელფასს ვერ გადაგიხდის. ახლა კი ნება მიბოძე ჩვენს სპორტულ პროექტზე მოგიყვე. ჩვენ შენ ახალგაზრდა ტალანტების გარემოცვაში გამყოფებთ".
- ზაფხულში მას
წასვლა უნდოდა.
- წასვლა ფულის გამო არ უნდოდა. საქმე სპორტული პროექტის არქონაში იყო.